„სააკაშვილთან თანამშრომლობა ვერ შედგა, ამის არც სურვილი მაქვს და ვერც საჭიროებას ვხედავ“

0

bidzooooსაქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „პრეზიდენტმა სააკაშვილმა მართვის საკუთარი მეთოდები არ შეცვალა, რაც მათ შორის ურთიერთობის განვითარებას ხელს უშლის”.

აღნიშნულის შესახებ  ივანიშვილმა გერმანული გამოცემა „Deutsche Welle”-ს რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და დასძინა, რომ „მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მას პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა დიქტატორისთვის დამახასიათებელი ჭეშმარიტი სახე გამოაჩინა, მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობის სურვილი გაუქრა”.

„სააკაშვილთან თანამშრომლობა ვერ შედგა და პრეზიდენტთან საკმაოდ რთული ურთიერთობა მაქვს.  სააკაშვილმა არ შეცვალა მართვის საკუთარი მეთოდები, რაც ხელს უშლის ჩვენს შორის ურთიერთობის განვითარებას. ხელისუფლებაში მისი მოსვლიდან ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სააკაშვილთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა. ბევრ რჩევას ვაძლევდი, ვეხმარებოდი მასაც და სახელმწიფოსაც, თუმცა მას შემდეგ, რაც ტიპიური დიქტატორისთვის დამახასიათებელი ჭეშმარიტი სახე გამოაჩინა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ქვეყანას დამართა, მასთან ურთიერთობის სურვილი არ გამაჩნია და ამის საჭიროებასაც ვერ ვხედავ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
 

სხვა ახალი ამბები: