სააკაშვილის მიმართვა ჟურნალისტებს ემა გოგოხიამ ჩამოურიგა

0

emaსამეგრელოში სტუმრად მყოფმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელოს ტერიტორია დატოვა. ტერიტორიიდან გასვლამდე მან კომენტარი მხოლოდ ერთ ჟურნალისტთან, ემა გოგოხიასთან ერთი-ერთზე გააკეთა.

“რუსთავი 2”-ის სამეგრელოს ბიუროს კორესპონდენტმაემა გოგოხიამ “ექსკლუზიურად” მოპოვებული პრეზიდენტის მიმართვა ყველა არხს ნებით ჩამოურიგა.

პრეზიდენტი სააკაშვილი აღნიშნულ მიმართვაში ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. ასევე ის აღნიშნავს, რომ პირადად ნახა ზუგდიდის სხვადასხვა სოფლებში სააღცევნო პროცესი და საჭიროდ ჩათვალა სპეციალური მიმართვა ამომრჩეველთა მეტ აქტივობაზე გაეკეთებინა. პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მოვალეობები კი სააკაშვილის “ფავორიტმა” ჟურნალისთმა გოგოხიამ საკუთარ თავზე აიღო.

პრეზიდენტმა სამეგრელოდან გასვლის წინ დაიბარა, რომ ის პირდაპირ თბილისში გაემგზავრება და ხმას მისცემს პრეზიდენტობის იმ კანდიატს, რომელიც საქართველოს აღმშენებლობის პროცესს გააგრძელებს.

სხვა ახალი ამბები: