სააკაშვილის მორიგი ვიზიტი ზუგდიდში და გაფრთხილებული კოორდინატორები

0

skolaხვალ ზუგდიდში ბიზნესმენ ალექსანდრე ღურწკაიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააჯილდოვებს. ამასთან დაკავშირებით ექსკლუზიური ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ აცნობა. ამავე წყაროს ცნობით, ხვალ 13.30 საათზე ზუგდიდის ალექსანდრე ღურწკაიას სახელობის სკოლა-ლიცეუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორები ზემოთხსენებულ სკოლა-ლიცეუმში დაიბარეს და უთხრეს, რომ ხვალ მათთან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი გამართავს. “ნაცმოძრაობის” კოორდინატორები პრეზიდენტის ხვალინდელ ვიზიტთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დააუწყა.

-ვიცით ერთადერთი ის, რომ ხვალ ზუგდიდში ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და ჩვენთან შეხვედრას მართავს. სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია. გვითხრეს შეხვედრა პირველ საათზე გაიმართებაო დათქვენ მეშვიდე საჯარო სკოლასთან პირველის ნახევარზე უნდა იყოთო. სხვას ვერაფერს გეტყვით ამის შესახებ.

-და თქვენ ვინ დაგიბარათ მეშვიდე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე?

-ჩვენმა უფროსმა დაგვიბარა.

-ვინ არის თქვენი უფროსი?

-თქვენთვის ეს მგონი არ უნდა იყოს საინტერესო

-მაინტერესებს და ამიტომაც გეკითხებით.

-ზუგდიდის საკრებულოში მუშაობს, მაღალი თანამდებობის პირია. მგონი მას აქვს ამის უფლება, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” წევრია.

-კარგით, დიდი მადლობა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი კიდევ ერთ დაჯილდოვებას ეხება. რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს ალექსანდრე ღურწკაიას მიხეილ სააკაშვილი, ზუგდიდში ინოვაციური პროექტის განხორციელებისთვის დააჯილდოვებს. ელდარ ღურწკაიამ ზუგდიდის მეშვიდე საჯარო სკოლის ბაზაზე ახალი, კერძო სკოლა ააშენა.

სხვა ახალი ამბები: