სააკაშვილი ზუგდიდს ეწვევა: იგეგმება თუ არა ხვალ ზუგდიდში პროვოკაციები?!

0

phpThumb_generated_thumbnailხვალ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში საოპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ სამეგრელოში, კერძოდ კი ზუგდიდში გეგმავს ჩამოსვლას. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ კონფიდენციალურად შეატყობინა.

“სწორედ ხვალ, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს საპრეზიდენტო არჩევნებზე და ხმას მისცემს სასურველ კანდიდატს, იფგეგმება მისი ვიზიტი სამეგრელოში, კერძოდ კი ზუგდიდში. ჩვენი ინფორმაციით სააკაშვილი გარდა ზუგდიდისა, ეწვევა სამეგრელოს სხვა რაიონებსაც. ამასთანავე მინდა გითხრათ, რომ ხვალ “ნაციონალები” კონკრეტულად კი ზუგდიდში გეგმავენ პროვოკაციებს სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე. ამის შესახებ გვაქვს სერიოზული ინფორმაციები თავად “ნაციონალების” შტაბიდან”-აცხადებს smo.ge-ს კონფიდენციალური წყარო და აქვე დასძენს, რომ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის მიხეილ მაჭავარიანის უშუალო მითითებით, ხვალ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა არ უნდა იაქრიურონ არჩევნებზე დღის პირველ საათამდე, რაც თავისთავად “ნაციონალიური მოძრაობის” წინასწარ ჩაფიქრებულ მიზანს გულისხმობს.

სხვა ახალი ამბები: