სააკაშვილი მედვედევს ურეკავდა, ყურმილს კი პუტინი იღებდა

0

misha-saakashviliსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი2”-ის ეთერში  2008 წლის ომის გაუხმაურებელ დეტალებს გაახმაურებს. მისი განმარტებით საქართველოს მთავრობას არცერთი სხვა არჩევანი არ ჰქონდა. მათ არჩევანი ჰქონდათ მხოლოდ ცუდსა და უარესს შორის. მიხეილ სააკაშვილი ასევე იმ შეცდომებზე ისაუბრებს, რომელიც თავად დაუშვა და ქვეყნის ტერიტორიები ოკუპაციამდე მიიყვანა.

”მივწერე წერილი პუტინს, რომ მზად ვარ ყველანაირი მოლაპარაკებისთვის. დავჯდეთ და მოვილაპარაკოთ. მე ვუთხარი რომ მზად ვარ ნატოზეც ვთქვა უარი. მან კი უხეშად დაგვცინა კი არა, თქვა რომ დაივიწყეთ ყოველივე და დაივიწყეთ ტერიტორიებიო”-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც ”რუსთავი2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტი აცხადებს ის ყველა მეთოდით ცდილობდა რუსეთის პირველი პირების მოლაპარაკებაზე დათანხმებას თუმცა მიუხედავად ყველაფრისა შეთანხმება მათ შორის მაინც ვერ შედგა.

”მედვედევს მოვსდევდი და მედვედევს სულ ვემალებოდი. ამის შემდეგ ვურეკავ ორჯერ და ორივეჯერ ყურმილი აიღო პუტინმა. და რომ აიღო ყურმილი მითხრა, მედვედევს რას ურეკავო, ჩემთან არა გაქვს შენ საქმეო”-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

სხვა ახალი ამბები: