სააკაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციიდან მხოლოდ ორდენებსა და დიპლომებს წაიღებს

0

Captureსაქართველოს პრეზიდენტის აზრით, ავლაბრის რეზიდენცია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობამ და მისმა მეთაურმა უნდა დაიკავონ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა “ნანუკას შოუში” განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაცილებით დიდი ფუნქცია ეკისრება მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, შესაბამისად, უმჯობესი იქნება, თუ ავლაბრის რეზიდენციას ისინი გამოიყენებენ.

“მართალია, პრეზიდენტი ქვეყნის საგარეო სახე იქნება, თუმცა, მას ამხელა აპარატი აღარ დასჭირდება. ავლაბრის რეზიდენციაში არის ბევრი ადმინისტრაციული ფლიგელი, რომლის გამოყენებაც მთავრობას თავისუფლად შეუძლია. ასევე, ჩვენ შევისყიდეთ რამდენიმე შენობა სასახლის უკან, რომლებშიც სამინისტროების განთავსებაც შესაძლებელია”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

mishaსაპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი სასახლიდან მხოლოდ საჩუქრად მიღებული ორდენებისა და დიპლომების წაღებას გეგმავს, საჩუქრად მიღებულ ოქროსა და ვერცხლის ნივთებს კი ტოვებს, რადგან მიაჩნია, რომ პრეზიდენტისთვის ნაჩუქარი ნივთები სახელმწიფოს ეკუთვნის.

სხვა ახალი ამბები: