სააკაშვილმა მერაბიშვილს თამადობა ჩამოართვა

0
376151_374487799333070_1113218959_nპოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, გუშინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს პარტიის ლიდერად თვითინაუგურაცია არ დააცადა და მერაბიშვილს თამადობა ჩამოართვა.
ასე გამოეხმაურა ცისკარიშვილი 19 აპრილის აქციას “პრაიმ ტაიმის” პრესკლუბში.
ცისკარიშვილის განცხადებით, სააკაშვილმა არ აცალა მერაბიშვილს ჩაეტარებინა აქცია და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერად საკუთარი თავი გამოეცხადებინა, პრეზიდენტი აქციას შეუთდა და სიტყვითაც გამოვიდა, რამაც, ცისკარიშვილის თქმით, მერაბიშვილის ბუნებრივი რეაქცია გამოიწვია, ის სცენიდან ჩამოვიდა და შეუმჩნეველ ადგილას დადგა.
მისი თქმით  პრეზიდენტის ტემპერამენტიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილისგან ასეთი ნაბიჯი არ გაჰკვირვებია.
“მთელი ამ დღეების განმავლობაში ღონისძიების ჩატარებაზე იგრძნობოდა მერაბიშვილის გავლენა და სწორედ ის იყო დაინტერესებული ამ შეკრებით, პრეზიდენტი კი სხვა რამეებით იყო დაკავებული, ბოლო მომენტში კი მან აქციაზე მისვლა გადაწყვიტა. ვანოს არ აცალა მიშამ საკუთარი ნებით ჩაეტარებინა ეს ღონისძიება.  წაართვა ჩაფიქრებული თამადობა. თუმცა, ასეთი საქციელი პრეზიდენტისგან მოულოდნელი არ იყო, ვინაიდან მოგეხსენებათ, მისი ტემპერამენტი ვერ ძლებს ტელევიზორთან და ის უნდა იყოს მოვლენების ცენტრში”,- განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, ახალ ეროვნულ მოძრაობაში ახალს ვერაფერს ხედავს.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” სიტყვა “ნაციონალური” ჩაანაცვლა სიტყვით “ეროვნული”, რაც ერთი და იგივეა”–დასძინა ცისკარიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: