სააკაშვილს შესაძლოა მოპარულ პროექტ”ლაზიკაზე” უჩივლონ

0

lazikaaaყოფილ პრეზიდენტს შესაძლოა, ბრალი კიდევ ერთი დანაშაულის გამო დაუმძიმდეს. საქმე 2010 წელს „ნაციონალების“ ხელმძღვანელობის მიერ მოპარულ პროექტს ეხება.

„ლაზიკის“ ისტორია გახმაურებულია, თუმცა მის დეტალებზე პროექტის ავტორები სწორედ ახლა ალაპარაკდნენ.

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი დავით კარტოზია და მისი ბიზნესპარტნიორი ენდრიუ მურდზა პირველად სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებს 2010 წლის 16 დეკემბერს შეხვდნენ. შეხვედრა საქმიანი იყო და ის კოლხეთის დაბლობში მდებარე ჭაობიან ტერიტორიას ეხებოდა. ბიზნესპროექტის მიხედვით, აუთვისებელ ადგილას ქალაქი უნდა გაშენებულიყო. ბიზნესპროექტი დავით კარტოზიამ და ენდრიუ მურდზამ შეიმუშავეს. მასზე 7 წლის განმავლობაში ორმოცამდე ადამიანი მუშაობდა და ის 11 მილიონი დოლარი დაჯდა.
როგორც მოგვიანებით გაარკვიეს, აღნიშნული პროექტი უკვე საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების „ახალი ინიციატივა“ იყო. სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ბიზნესპროექტი მოიპარა, მასშტაბებში გაზარდა და და ისე შესთავაზა „ინოვაცია“ ქართველ ხალხს.
მთავარი ბრძოლაც მაშინ დაიწყო. კარტოზია და მისი ამერიკელი პარტნიორი წლების განმავლობაში ცდილობდნენ სამართლის აღდგენას. ისინი მართავდნენ შეხვედრებს ამერიკაში, სენატორებთან და პირობას დებდნენ, რომ სიმართლეს მთელ მსოფლიოს გააგებინებდნენ…
„ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ხელახალი განცხადებით აღარ მიგვიმართავს პროკურატურისთვის. პროკურატურისთვის მიმართვა და საერთაშორისო სასამართლოებში სირბილი ისევ საქართველოს დააწვებოდა კისერზე. ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, თუმცა მე დავპირდი სააკაშვილს, რომ ამას არ შევარჩენდი და ასეც მოვიქცევი. ჩემ გარდა ამ ნაბიჯით სააკაშვილმა ძალიან ბევრი ამერიკელი მაღალჩინოსანი გააღიზიანა“, – განუცხადა „პრაიმ-ტაიმს“ დავით კარტოზიამ.

სხვა ახალი ამბები: