სააქციო საზოგადოება სურვილს გამოთქვამს ”მეცხრე არხი” 7 მილიონად იყიდოს

0

mecxre arxiსოცილუარ ქსელში დაანონსებული და შექმნილი საქციო საზოგადოებაში, რომელსაც 9 არხის შეძენა სურს ამ დროისთვის 2000-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. იდესი ავტორის, პუბლიცისტის ვასიკო მაღლაფერიძის განცხადებით პრემიერს ფასი სააქციო საზოგადოებამ უნდა შესთავაზოს.

შეთვაზებული თანხა სავარაუდოდ 7 მილიონი იქნება. „მეგობრებო, ნელ-ნელა იქნებ დავიწყოთ წინადადების ჩამოყალიბება. ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, რომ ტელევიზიას გაყიდის მესამედ ფასში. ეს ნიშნავს, შეღავათიან ფასს, თუ მყიდველი მისთვის მისაღები იქნა. რადგან კონკრეტული ფასი არ უთქვამს, გამოდის რომ ჩვენ უნდა შევთავაზოთ და ჯერ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ. ვთვათ $ 7 000 000 რომ შევთავაზოთ ათწლიანი განვადებით, მისაღები წინადადებაა ჯგუფის წევრებისთვის?!ეს იქნება ჩვეულებრივი სააქციო საზოგადოება, წესდებით და გამგეობით, რომელიც შეარჩევს დირექტორს.“ – წერს მაღლაფერიძე ფეიბუქის გვერდზე.

ჯერჯერობით არ კონკრეტდება რამდენად რეალურია რომ „სააქციო საზოგადოებამ“ მსხვილი ინვესტრორების გარეშე მოახერხოს რამოდენიმე მილიონის შეკრება. „სააქციო საზოგადოების“ ერთ-ერთი აქტიური წევრი ია ანთაძე სს-ს ფეიბუქის გვერდზე 7 მილიონთან დაკავშირებით კომანტარს აკეთებს მისის თქმით 7 მილიონი არხის საბაზორო ღირებულების მესამედთან მიახლოებულია „ვასიკო, გამოვიდა, რომ შენი ფასი ახლოს იყო რეალურთან. დაახლოებით 9 მილიონი დოლარი გამოდის იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც ლუბა ელიაშვილმა გაავრცელა“. პრემიერის ოჯახის არხის დირეკტორის ინფორმაციუით არხის საბაზრო ღირებულება 47 მილიონია.არსანიშნავია ის რომ ვასილ მაღალფერიძეს გადაცემა „კონსიულიუმი ვასილ მაღლაფერიძესტან ერთდა“ პრემიერტის არხზე არჩევნების შემდეგ დაიხურა.

სხვა ახალი ამბები: