სააღდგომოდ ზუგდიდის მიმართულებით დამატებითი სარკინიგზო რეისები შესრულდება

0
DSCN3939საქართველოს რკინიგზის  ინფორმაციით, სააღდგომოდ თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
“სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით მგზავრთნაკადის მოსალოდნელი მატების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაინიშნება დამატებითი ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით, რომელიც მოემსახურება დასავლეთ საქართველოს რეგიონს და გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურებას სრულად უზრუნველყოფს. თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებაზე ჩქარი ელექტრომატარებელი ზუგდიდის მიმართულებით 08:45 საათზე გავა და დანიშნულების სადგურში 14:15 საათზე იქნება. საპირისპირო მიმართულებით კი იგი რეისს 18:00 საათზე შეასრულებს და თბილისში 23:25 საათზე დაბრუნდება”, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

სხვა ახალი ამბები: