სააღდგომოდ ზუგდიდი-თბილისის ჩქაროსნული მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნა

0

matarebeliაღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზამ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნა.

ჩქაროსნული მატარებელი თბილისი–ზუგდიდი–თბილისის მიმართულებით იმოძრავებს. მატარებელი მთელი კვირის განმავლობაში იმოძრავებს და თბილისიდან ყოველ დღე დილის 9.00 საათზე გავა.

საქართველოს რკინიგზაში ეს გადაწყვეტილება მგზავრთა ნაკადის მოსალოდნელი ზრდის გამო მიიღო.

სხვა ახალი ამბები: