სააღსრულებლო ბიუროს წარმომადგენლებს სოფელ რუხში წინააღმდეგობას უწევენ

0

get_imgამ წუთებში ხმაურია ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში. სააღსრულებლო ბიუროს ადგილობრივი მაცხოვრებლის ენვერ პერტაიას კუთვნილი ქონება, რომელიც სულ რაღაც 550 ლარად იქნა შეფასებული მისი კარ-მიდამოდან გააქვთ. სააღსრულებლო ბიუროს წარმომადგენლებს წინააღმდეგობას უწევს ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებისც სააღმსრულებლო ბიუროს წარმომადგენლებს არ აძლევენ უფლებას, რომ უკანონო გადაწყვეტილება განახორციელონ.

“ენვერ პერტაია და მისი ოჯახი არის უპატიოსნესი. 2009 წლის 16 დეკემბერს სააკაშვილის პატრულმა გააჩერა და რახან ნასვამ მდგომარეობაში იყო დაუწერეს ჯარიმა 150 ლარის ოდენობით თან 2 წლით ჩამოერთვა მართვის უფლება. ეს 150 ლარი გადაიხადა, თუმცა ერთი დღის დაგვიანებით. მეორე დღეს მოუვიდა ჯარიმა 500 ლარი. ვერ გადაიხადა ამ ოჯახმა ეს, რადგან მართლა არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა. ახლა კი ხდება ის, რომ მთლიანად ამ ადამიანის ქონება სააღსრულებლო ბიუროს 550 ლარად შეუფასებია და ახლა ცდილობენ ის დარჩენილი ქონებაც წაართვან.”-აცხადებენ smo.ge-სთან სატელეფონო კომენტარებში სოფელ რუხის მაცხოვრებლები.

ამ წუთებში დაძაბულია მდგომარეობა რუხში. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ადგილობრივები სააღსრულებლო ბიუროს პერტაიების ქონებას არ უთმობენ.

სხვა ახალი ამბები: