“საბას” პრემია საუკეთესო რომანისთვის ზუგდიდელმა ზვიად კვარაცხელიამ მიიღო

0

zviad kvaracxeliaყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა”-ს წლევანდელი გამარჯვებული ნომინაციაში წლის საუკეთესო რომანი ზუგდიდელი მწერალი ზვიად კვარაცხელია გახდა.  წლის საუკეთესო რომანის ტიტული ზვიად კავრაცხელიამ რომანისთვის “ფორმა N100” (ინტელექტი) მიიღო.

ამავე ნომინაციაში წარდგენილი იყვნენ:

1. აკა მორჩილაძე, მორიდებული ზურმუხტი  (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);

2. ეკატერინე ტოგონიძე, ასინქრონი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);

3.  ლაშა ბუღაძე, Lucrecial 515 (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).

ნომინაციაში საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა საბას პრემია გადაეცა გოგი გვახარიას წგინისთვის ცრემლიანი სათვალე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). თუმცა გოგი გვახარია დარბაზში არ იმყოფებოდა, რის გამოც ჯილდო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წარმომადგენელმა მიიღო.

1. ლევან ბრეგაძე, მოგზაურობა „ლე კოკაზ ილიუსტრეს“ ფურცლებზე (არტანუჯი);

2. იური ვაჩნაძე, საუბრები მუსიკაზე (ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“);

3. დავით ზურაბიშვილი, ესსეები (სიესტა);

4. ზურაბ კიკნაძე, სიტყვითა და საქმითა (ინტელექტი);

5. აკა მორჩილაძე, ქართულის რვეულები – XIX საუკუნის სურათები (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);

საუკეთესო პოეტურ კრებულად საბას ჟიურის წევრებმა მიიჩნიეს ეკა ქევანიშვილის “სახლის გაყიდვა”. (საუნჯე).

1. სალომე ბენიძე, ამბავი უძინართა (ინტელექტი);

2. ბათუ დანელია, სიყვარული ბალასტია (დიოგენე);

3. გიორგი ლობჟანიძე, არაბულის მასწავლებელი(საუნჯე);

6. გაგა ნახუცრიშვილი, ორი ათას 13 (სიესტა);

6. ბექა ქურხული, ჩანაწერები 1998-2011 (საუნჯე);

7. მაკა ჯოხაძე, ჩაძირული დღესასწაული (ინტელექტი);

8. მალხაზ ხარბედია, მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან (დიოგენე).

ნომინაციაში საუკეთესო პიესა პრემია საბა გადაეცა დავით გაბუნიას, პიესების კრებულისთვის. ამავე ნომინაციაში წარდგენილი იყვნენ:

1. ლაშა ბუღაძე, პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);

2. თეონა დოლენჯაშვილი, გაქცევა (ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“);

3. ირაკლი სამსონაძე, კომედიიდან ტრაგედიამდე აბსურდის ბილეთით (ინტელექტი).

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ დაფუძნდა 2003 წელს. პრემიის დამფუძნებლები არიან თიბისი ბანკი, პენ-ცენტრი და ტელეკომპანია „რუსთავი-2”.

პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.
პრემიაზე “საბა” განიხილება გასულ წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ასევე ლიტერატურული კრიტიკის და დოკუმენტური პროზის ნიმუშები.

გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიები. საპრემიო ფონდი 40 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს.
კონკურსის ჟიური 5 წევრისგან შედგება. ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება და მასში შედიან ის მწერლები და ლიტერატორები, რომელთა ნაწარმოებიც ამ წელს საკონკურსოდ არ განიხილება. ჟიურის არ ჰყავს თავმჯდომარე. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება დახურული კენჭისყრით, მინიმუმ 3 ხმის მიღების შედეგად.

 

სხვა ახალი ამბები: