საგალობლებისა და ხალხური სიმღერების ფესტივალი ზუგდიდში

0
1069345_341167259349801_1663029372_nდადიანების სასახლეთა კმპლექსის მინდებარე ტერიტორიაზე საგალობლებისა და ხალხური სიმღერების ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება ა.ა.ი.პ. ფოლკლორის ცენტრ ,,ოდიშთან” არსებულმა ანსამბლმა ,,ოდოია–3″–მა გახსნა. ღონისძიების სტუმარი საქართველოს ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი ლოტბარი გიორგი უშიკიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებს შეხვდა. საუბარი შეეხო სამომავლო ერთობლივ პროექტებსა და ურთიერთობებს. გიორგი უშიკიშვილმა საგალობლებისა და ხალხური სიმღერების ფესტივალზე მეგრული ,,ჩელა” შეასრულა.
საგალობლებისა და ხალხური სიმღერების ფესტივალს ზუგდიდში წელს ჩაეყარა საფუძველი და ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.

სხვა ახალი ამბები: