საგანგებო პრესკონფერენცია ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

0

news_33766დღეს, 9 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პირველი საჯარო სკოლის წინ დილით მომხდარი ავტოავარიის შემთხვევის გამო, უსაფრთხო სკოლის მოთხოვნით პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას თემაზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან არსებული სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის კლუბი მართავს.

შეგახსენებთ, რომ დილის საათებში დღეს, 9 ოქტომბერს, ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლასთან ავტოავარია მოხდა. ამავე სკოლის მოსწავლე, 11 წლის მოზარდი მძიმე მდგომარეობით ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო “რესპუბლიკაში” გადაიყვანეს, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მოზარდი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

სხვა ახალი ამბები: