საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ცხედრები შესაძლოა მტკვარმა წაიღო

0

481350_868898136534597_5083025681556502807_n_1„მზიურის” ტერიტორიაზე მაშველები დაკარგული ადამიანების ძებნას აგრძელებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ცხედრები შესაძლოა მტკვარმა წაიღო.

„მზიურის“ ტერიტორიაზე გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვაც.

ინტენსიური სამუშაოები გრძელდება ზოოპარკის ტერიტორიაზეც. დღეს იმ ვოლიერის გაწმენდა იგეგმება, რომელშიც დაკარგული ვეფხვი ბინადრობდა.

თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად ამ დროისთვის გარდაცვლილად 19 ადამიანი,  დაკარგულად კი სამი ითვლება.