სადამსჯელო რეიდები გალის ქართულ სოფლებში ისევ გრძელდება

0

166110_10150163861839447_1228621_nგალის რაიონის ქართულ სოფლებში ადგილობრივებზე ზეწოლა ისევ გრძელდება. სოფელ მუხურში შეიარაღებული დაჯგუფებებმა ქართული ოჯახების ჩხრეკა ქართული პასპორტებების განადგურების მიზნით განახორციელეს. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ არ გააჩნიათ სამართალდამცავთა სპეციალური ორდერები რომელიც აუცილებელია ჩხრეკის განსახორციელებლად.

“ვერ გეტყვით ვინ შემოდის და ვინ ჩხრიკავს ჩვენს სახლებს. დღეში დაახლოებით სამჯერ მაინც შემოდიან სხვადასხვა ჯგუფები და საგულდაგულოდ ჩხრიკავენ ყველაფერს. არც ორდერი აქვთ და არც არანაირი საბუთი. ან ვინ გაუბედავს, რომ ორდერი მოსთხოვონ? ქართული მოსახლეობა აწიოკებულია. ასეთივე მდგომარეობაა მეზობელ სოფლებშიც.”-აცხადებს მუხურის მკვიდრი შ.თ

აღნიშნულ ინფორმაციას გალის ქართულ სოფლებში ქართველთა სახლების ჩხრეკის შესახებ, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობაშიც ადასტურებენ. სადამსჯელო რეიდები გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლის ოთრ გოგოხიას განცხადებით, ინფორმაცია უკვე მიეწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენები ჟნევის ფორმატში გამართულ შეხვედრაზეც ერთ-ერთ საკითხად განიხილება.

სხვა ახალი ამბები: