საერთაშორისო აეროპორტი ფოთისა და ზუგდიდის ნაცვლად ანაკლიაში აშენდება

0

anakliaზუგდიდში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ რამდენიმე თვის წინ გახსნილი აეროპორტი ინგირის ტერიტორიაზე აღარ აშენდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„აეროპორტი აუცილებლად აშენდება ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამით, რა თქმა უნდა, ზუგდიდლებიც ისარგებლებენ. ფოთის აეროპორტის პროექტი, სამწუხაროდ, აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო, ვინაიდან ეს არის ფრინველების გადაფრენის და ჭაობიანი ზონა. მძლავრი, მაღალი შესაძლებლობების მქონე საერთაშორისო აეროპორტი აშენდება ანაკლიის პორტთან და ვფიქრობ, რეგიონში ორი ასეთი აეროპორტის საჭიროება არ არსებობს. ანაკლიის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განსაკუთრებული შესაძლებლობები სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით “, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც ცნობილია, ზუგდიდის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2011 წლის მაისში გახსნა და პირველი რეისიც თავად შეასრულა.