“საერთაშორისო გამჭვირვალობამ” მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდების მონიტორინგის შედეგები შეაჯამა

0

008დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ცენტრალური ოფისის ანალიტიკოსებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის  მერიის ვებ-გვერდების მონიტორინგის შედეგები შეაჯამეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ზუგდიდის ოფისმა გამოიკვლია თუ რრამდენად ინფორმაციული და გამჭვირვალე არის ადგილობრივი თვითმმართველობების ვებ-გვერდები სამეგრელო-ზემო სვანეთში. დღეს ჩვენ წარვუდგინეთ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მონიტორინგის შედეგები. ასევე გავაცანით თუ როგორ გახადონ მათ უფრო მეტად ინფორმაციული და გამჭვირვალე თავიანთი ვებ-გვერდები.”-განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანალიტიკოსმა არჩილ თოდუამ.

“შენიშნვები რათქმაუნდა იყო და იქნება კიდევაც როგორც მომხმარებლის მხრიდან ასევე ჩვენი მხრიდანაც, რადგან გვაქვს გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ესეც დროდადრო დაიხვეწება. რაც დავიწყეთ მუშაობა, ჩვენს მუნიციპალიტეტში შევქმენით ახალი ვებ-გვერდი, რომელიც არის რათქმაუნდა მეტად ინფორმაციული და გამჭვირვალე. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენს ვებ-გვერდს ჰყავს საკმაოზე მეტი მომხმარებელი. ჩვენ ასევე სამომავლოდ გავითვალისწინებთ იმას, რასაც გვირჩევს არასამთავრობო ორგანიზაცია.”-აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი მაია ღურწკაია.

სხვა ახალი ამბები: