“საერთაშორისო გამჭვირვალობა” სამეგრელოს რეგიონში გაცემულ პრემიებზე

1

პრემიების ფოტო„ჩვენს მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველობებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ არჩევნების შემდეგ პრემიების გაცემის პრაქტიკასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილებები არ მომხდარა. პირიქით, საქმე გვაქვს გარკვეულ გადაცდომებთან, ადამიანები პრემიის სახით იღებენ ხელფასის ორმაგ ოდენობას, კონკრეტულად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და ასევე სხვა მუნიციპალიტეტებშიც“, -ეს განცხადება “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” რეგიონულმა კოორდინატორმა მალხაზ ჭკადუამ მედიასთან შეხვედრაზე გააკეთა.

ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით ზუგდიდის გამგეობაში მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში პრემიის სახით 214 153 ათასი ლარი გაიცა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი 84 830 ლარი. აბაშის გამგეობაში 160 680 ლარი გაიცა, აბაშის საკრებულოში 45 440 ლარი. სენაკის გამგეობაში 91 99, სენაკის საკრებულოში 24 440 ლარი. მარტვილის გამგეობაში 90 410, მარტვილის საკრებულოში 18 660 ლარი. მესტიის გამგეობაში 16 080 ლარი, მესტიის საკრებულოში კი პრემიის სახით 10 735 ლარი გაიცა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” რეგიონალური ორგანიზაციის ანალიტიკოსის არჩილ თოდუას განცხადებით პრემიები არ გაუცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას. პრემიები არ გაუცია ასევე ხობის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობებს. ფოთის მერიაშიც არ გაცემულა პრემიები. რაც შეეხება ფოთის საკრებულოს, პრემიის სახით 17 910 ლარი გაიცა.

 

სხვა ახალი ამბები: