საერთაშორისო ექსპერტები ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ადგილზე ეცნობიან

0
svanetiya3-15საერთაშორისო ექსპერტები ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ადგილზე ეცნობიან ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები მოინახულებენ პროექტის განხორციელების ადგილს და ენგურის ქვედა დინებაში არსებულ კაშხალს, აგრეთვე სოფლებს: ხაიში, სკორმექთი, იდლიანი, ლახანი-ლუხი, ტობარი და ქვედა წირმინდი. გარდა ამისა, ჩატარდება შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მაჟორიტარ დეპუტატთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ექსპერტებმა უკვე შეისწავლეს დოკუმენტის თეორიული ნაწილი, ამ ეტაპზე ისინი ქართველ სპეციალისტებთან ერთად დეტალურად შეისწავლიან საკითხს და შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს.
თბილისში ჩატარდა შეხვედრები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებთან, ადგილობრივ ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ტრანსელექტრიკა”-ს წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, რომ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისადმი საზოგადოების მაღალიინტერესისა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გარემოს დავის სამინისტრომ ნიდერლანდების მთავრობას საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა. აღნიშნულის საფუძველზე ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიამ (NCEA – Netherlands Commission on Environmental Assessment) უზრუნველყო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვაში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ჩართვა.
საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში არიან: გეოლოგი, სეისმოლოგი, ჰიდროტექნოლოგი,აგრეთვე ექსპერტები ბიომრავალფეროვნების, სოციალური საკითხებისა და განსახლების, ენერგეტიკისეკონომიკისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებში.

 

სხვა ახალი ამბები: