საერთაშორისო პროექტი “დაამსხვრიე მონოტონურობა-გამოხატე შენი თავი გრაფიტის საშუალებით’’იწყება

0

grafitiდღეს, ქობულეთში  ”ახალგაზრდა მშვიდობისა და თანასწორობისთვის” ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით საერთაშორისო პროექტი -“ დაამსხვრიე მონოტონურობა- გამოხატე შენი თავი გრაფიტის საშუალებით ” იწყება.

პროექტის ფარგლბეში, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან წამოსული 38 მხატვარი და რაიტერი (გრაფიკის მხატვარი) ერთი კვირის განმავლობაში გაეცნობიან და შეისწავლიან გრაფიტის ტექნიკას. მათ  მიეცემათ შესაძლებლობა გრაფიტის მეშვეობით გამოხატონ შეხედულებები კულტურულ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით და გააფერადონ ქობულეთის კედლები თავიანთი შემოქმედებით.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება და გრაფიტის პოპულარიზაცია, როგორც ტანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფორმის, საკუთარი თავისა და შეხედულებების გამოხატვის საუკეთესო საშუალება. გრაფიტი, ეს არის წარწერები ან ნახატები შენობებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების კედლებზე, შენობის ნანგრევებსა და სხვადასხვა სახის ვერტიკალურ სიბრტყეზე. სოციალური და პოლიტიკური მესიჯების გადაცემის საუკეთესო გზა და ახალგაზრდებისთვის თვითგამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.

პროექტის პარტნიორები არიან ქობულეთის მერია და განათლებისა და  კულტურის აღმასრულებელი სააგენტო (EACEA) .

სხვა ახალი ამბები: