სავაშ ბალდარი, იგივე მურატ ილდირიმი ბათუმის ხშირი სტუმარია

3

savashსაქართველოში პოპულარული თურქი მსახიობი მურატ ოლდირიმი, რომელიც ცნობილი გახდა პოპულარული თურქული სერიალიდან “სიყვარული და სასჯელი” 1979 წლის 13 აპრილს ანატოლიის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ კონიაში დაიბადა. დედა თარჯიმანი იყო, მამა კი ლიტერატურის მასწავლებელი. სავაშ ბალდარის როლის შემსრულებელი 2013 წლამდე ოფიციალურად დაქორწინებული იყო ქართველ ლარისა მიქელაძეზე, რომელსაც 2013 წლის 21 იანვარს გაშორდა.

murat-yildirim (1)გაზეთ “ქრონიკის” ინფორმაციით ლარისა მიქელაძის წარმომადგენელმა, სდვოკატმა შოთა ჯიბლაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა, სადაც ის მურატ ოლდირიმისგან ოფიციალურად გაყრას ითხოვდა. არაოფიციალური ინფორმაციით თურქმა მსახიობმა ლარისა მიქელაძეს დაუმალა მეორე ცოლის შერთვის შესახებ, რაც ქართველმა ქალმა ვერ აიტანა და მას გაყრა მოსთხოვა. გაზეთი ქრონიკა საგაზეთო პუბლიკაციაში აქვეყნებს გაყრის ოფიციალურ დოკუმენტსაც, რომელიც უფრო დამაჯერებელს ხდის ინფორმაციის სანდოობას.

colqmariმურათ ილდირიმი ხშირად სტუმრობს საქართველოს და კონკრეტულად კი ქალაქ ბათუმს. ძირითადად ის სასტუმრო “შერატონის” სტუმარია, რომელიც უფრო ხშირად კაზინოებში თამაშით ერთობა. მურატ ილდირიმის განცხადებით თურქეთში აზარტული თამაშები აკრძალულია და აქედან გამომდინარე მისი ხშირი სტუმრობაც ქალაქ ბათუმში სწორედ კაზინოებს უკავშირდება.

murat-yildirimმურატ ალდიმირი ამჟამად თურქ მსახიობ ბურსინ თერზიოღლუზეა დაქორწინებული. ბურსინ თერსიოღლუც სერიალ “სიყვარული და სასჯელში” ერთ-ერთ მთავარ როლზეა დაკავებული. ის  სავაშ ბალდარის შეყვარებულის იესემენის როლს განასახიერებს. სავაშ ბალდარსა და ბურსინ თერსიოღლუს ჯერჯერობით შვილები არ ჰყავთ.

სხვა ახალი ამბები: