სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეებმა ზუგდიდში საპროტესტო აქცია გამართეს (ვიდეო)

0

movachreta aqcia zugdidshiiზუგდიდში, სავაჭრო ცენტრის “ალიანსი” მოვაჭრეების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათ გასულ კვირას საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებმა საკასო-სალარო აპარატების უქონლობის გამო, გაფრთხილების ოქმები გადასცეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ საკასო აპარატების დადგმა არ ევალებათ, რადგან ფიქსირებულ გადასახადს იხდიან. გარდა ამისა,  მათი  განცხადებით,  ხელისუფლების პირობის თანახმად,  საკასო აპარატების დადგმა 2016 წლის 1 იანვრამდე არ მოეთხოვებოდათ.

აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში,  თუ  ხელისუფლება მათ საკასო-სალარო აპარატების დადგმის თარიღს არ გადაუვადებს,  ისინი  საპროტესტო აქციებს არ შეწყვეტენ.

სავაჭრო ცენტრ “ალიანსის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  ალეკო ჩახაიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციას აქციასთან კავშირი არა აქვს და დანამდვილებით არც ის იცის მოვაჭრეთა რა ნაწილს ევალება საკასო-სალარო აპარატების ქონა.

სხვა ახალი ამბები: