სავაჭრო ცენტრ “რუხი მოლი”–ს მშენებლობა ივლისის ბოლოს დაიწყება

0

11390227_719064048203575_8454782882435176546_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, რომელიც აფხაზეთის ადმინისისტრაციულ საზღვართან მდებარეობს მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი „რუხი მოლი“ –ს მშნებელობა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყება.
გამგებლის წარმომადგენლის რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში ლიკა ქვარცხავას განმარტებით „რუხი მოლი“ –სთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ძველი ნაგებობის დემონტაჟი ამ ეტაპისთვის თითქმის დასრულებულია.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით კი უკვე დასრულებულია მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის პროექტირება. მშენებლობა ივლისის ბოლოს დაიწყება და 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი რუხში. ცენტრში სავაჭრო ფართების გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტი, მცირე სამაცივრე დანადგარები, ასევე, ფოსტა, აფთიაქი, ბანკი და ვეტერინარული კლინიკა განთავსდება. ობიექტზე 1000-მდე ადგილობრივი მუშა ხელი დასაქმდება.

სხვა ახალი ამბები: