საზეიმო მიღება ლიტვაში და დარბაზიდან ოვაციებით გაცილებული “ჩელა”

0

10626220_393255340852426_3941798742716185931_oმიმდინარე წლის 15 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლები ლიტვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური ვიზიტით ქალაქ იონავაში იმყოფებოდნენ. მიწვეულნი იყვნენ ა.ა.ი.პ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრ „ოდიში“-სთან არსებული ქორეოგარაფიული ანსამბლი „ჩელა“. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის დელეგაციის წარმოდგენილნი  იყვნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გურგენ სართანია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხთა კომისია კომისიის თავმჯდომარე თემურ მარკოზია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მალხაზ ჭეჟია და მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის გნყოფილების უფროსი მაგდალინა თოდუა. თვითმმართველ ორგანოებთან ერთად ლიტვაში მიწვეულები იყვნენ ასევე ა.ა.ი.პ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრ „ოდიში“-სთან არსებული ქორეოგარაფიული ანსამბლი „ჩელა“-ს მოცეკვავეებიც.

10957417_393240490853911_6179026316578245882_o10995314_393247134186580_6532235548081712851_o10960473_393242884187005_6341265719531271541_o2014 წელს ხელი მოეწერა ქალაქ იონავასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს,შეხვედრა მიზნად ისახავდა ამ ორ ქალაქს შორის ურთიერთობის განმტკიცებას.

16 თებერვალს ლიტვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო მიღება. ქართული დელეგაცია შეხვდა ქალაქ იონავას მერს მინდაუგას სინკიავიჩიუსს, ვიცე მერს რემიგიუს ოსაუსკასს, ქალაქ იონავას საკრებულოს წევრებს კესტუტას მაციონატს და ბირუტე პლატკაუსკენესს, შეხვედრაზე ასევე მიწვეული იყო საქართველოს ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე.

10974590_393242890853671_5148013863514226512_o10981066_393242994186994_5408650805180670830_o10999266_393242914187002_3139285302087072534_oმხარეებმა ისაუბრეს ორ ქალაქს შორის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებაზე და სამომავლო გეგმებზე. საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ ქალაქის მერს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ მეგობრულ კავშირზე ისაუბრა. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს ყავს ძლიერი და საიმედო პარტნიორი ლიტვის რესოუბლიკის სახით. მან ასევე ხაზი გაუსვა ორ ქალაქს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ლიტვაში ხათუნა სალუქვაძემ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გურგენ სართანიამ.

ლიტვის დამოუკიდებლობის დღეს, 16 თებერვალს ანსამბლი “ჩელა” 40 წუთიანი პროგრამით წარსდგა ლიტველი მაყურებლის წინაშე და განსაკუთრებული მოწონება და ოვაციები დაიმსახურა. საქართველოს ელჩმა ლიტვაში, ხათუნა სალუქვაძემ ანსამბლ „ჩელა“-ს და საქართველოს დელეგაციას მადლობა გადაუხადა ემოციური საღამოსთვის.

სხვა ახალი ამბები: