“საზმაუს” სამეურვეო საბჭომ გენდირექტორის გათავისუფლების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

0
1 arxiსაქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭობ 4 მარტს მიღებული გადაწყვეტილება, გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ძალაში დატოვა.
საზოგადოებრივი მაუყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძის განცხადებით, კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადაიხედოს და გიორგი ბარათაშვილი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდეს.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა  სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრა ითხოვეს და საკუთარი პრეტენზიები წარგვიდგინეს, რომელიც გამოიხატებოდა შემდეგში, არსებობდა თუ არა რაიმე რესურსი 4 მარტის გადაწყვეტილების შეცვლისთვის და მეორე, ისინი ითხოვდნენ, რომ სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს, რომელმაც უნდობლობა გამოუცხადა გენერალურ დირქტორს, თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა.  შეხვედრას სამეურვეო საბჭოს 6 წევრი ესწრებოდა, ორი კი „სკაიპით” ჩაერთო. შეხვედრაზე მეორე მოთხოვნა მალევე მოიხსნა, რაც შეეხება პირველ მოთხოვნას, კანონმდებლობა არ იძლევა საშულებას, რომ ამ გადაწყვეტილების რევიზია მოხდეს”, – განაცხადა ლევან გახელაძემ.

სხვა ახალი ამბები: