”საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად, დაისჯება მხოლოდ ის, ვის ბრალეულობასაც სასამართლო და პროკურატურა დაამტკიცებს”

0

margvelaმმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „საზოგადოება შეიძლება, ითხოვს კონკრეტული პირების დასჯას, მაგრამ მსგავს პოპულისტურ ნაბიჯს “ქართული ოცნება” არ გადადგამს, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” მაგალითზე იცის, რომ ეს უარყოფითად უბრუნდება პოლიტიკურ ძალას“. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა ”ღია ეთერში” განაცხადა.

მარგველაშვილის განმარტებით, „2003-2004 წელს “ნაციონალურმა მოძრაობამ” საზოგადოების მოთხოვნით დააპატიმრა არაერთი ადამიანი და ხალხი აზეიმა, შედეგად ხალხმაც და მაშინდელმა ხელისუფლებამაც მიიღეს სამართლიანობის განცდა, თუმცა საბოლოო ჯამში – პოლიციური რეჟიმი“.

„როდესაც შენ სამართლიანობას აღადგენ სამართლიანი პროცედურების გარეშე, როდესაც ამას აკეთებ იმიტომ, რომ ფიქრობ, ეს ადამიანი კანონდამრღვევია, თუმცა ამას პროკურატურა ვერ ამტკიცებს, როცა შენ ამას გადაახტები, მიიღებ ტაშს, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში თვითონ შეგექმნება პრობლემა. ამიტომაც, საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაისჯება მხოლოდ ის, ვის ბრალეულობასაც სასამართლო და პროკურატურა დაამტკიცებს”, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

სხვა ახალი ამბები: