“საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის” პრეზენტაცია ზუგდიდში

0

darbaziზუგდიდში დაბრაზის დამაარსებლებმა აღნიშნეს,რომ ეს იქნება სახალხო ინსტიტუტი, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობაში საზოგადოების ჩართულობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

სახალხო დარბაზს გობრონ ჯახია უხელმძღვანელებს, ჯერ-ჯერობით უცნობია წევრთა რაოდენობაც. სახალხო დარბაზის ერთ-ერთმა წევრმა კახაბერ ფარცვანიამ აღნიშნა,რომ დარბაზის შექმნის იდეა კოალიცია “ქართული ოცნების”შტაბის ოფისიდან წამოვიდა.

“დარბაზის ჩამოყალიბება ხალხსა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობას ისახავს მიზნად”,-განაცხადა კახაბერ ფარცვანიამ.როგორც იდეის ერთ-ერთმა ავტორმა ლაშა გავსალიამ აღნიშნა, დარბაზის შექმნა მთავრობის დონეზეა მხარდაჭერილი, მას მხარი პრემიერ მინისტრმა დაუჭირა. მისივე თქმით, დარბაზის საქმიანობაში დიდ წვლილს შეიტანენ კოალიცია “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ირაკლი გოგოხია, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია და მისი მოადგილე მერაბ ქვარაია, ასევე რაიონის საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე, რომლის ვინაობაც ჯერ-ჯერობით უცნობია.

დარბაზის ხელმძღვანელმა გობრონ ჯახიამ აღნიშნა, რომ დარბაზი საშუალებას მისცემს ზუგდიდის მოსახლეობას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აზრი დააფიქსიროს, დარბაზი კი წარმართავს საზოგადოებრივი აზრის კრეაციას მთავრობაში.

სხვა ახალი ამბები: