“საზოგადოებრივი პროკურატურა” და ზუგდიდელი პროკურორების დისკუსია ჩხოროწყუს სკოლაში

0

ch4ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ, ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლაში პროკურორების საჯარო ლექცია თემაზე – “ნარკოტიკული დანაშაული და მისი მავნე ზეგავლენა საზოგადოებაში” გამართა. საჯარო ლექციაზე მონაწილეობა მიიღეს ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლის მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებმა.

ლექციას დიალოგის სახე ჰქონდა, სადაც პროკურორებთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობას მოსწავლეებიც იღებდნენ. ჩხოროწყუს სკოლის მოსწავლეებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები რომელზეც ზუსტი და  ამომწურავი პასუხები მიიღეს. ლექციის დასრულების შემდეგ ნაჩვენები იყო ანტინარკოტიკული ფილმი.

ch1ch2ch3სკოლის მოსწავლეებს პროკურორებმა  სამახსოვრო კეპები და მაისურები გადასცეს. მათ დაურიგდათ შესაბამისი ბუკლეტებიც. აღნიშნული ღონისძიება პირველად ჩატარდა ჩხოროწყუს რაიონში, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. ღონისძიების მიზანა მოზარდებში პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა.

სხვა ახალი ამბები: