“საზოგადოებრივი პროკურატურა” იმიტირებულ სასამართლო პროცესს ხვალ ზუგდიდში გამართავს

0

imitirebuli procesiხვალ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებითა და ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით  რაიონულ სასამართლოში  იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ზუგდიდის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის საჯარო სკოლების მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები.

ახალგაზრდები პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და თეორიულ საკითხებში მოქმედმა პროკურორებმა მოამზადეს.  პროკურორებისგან შემდგარი ჟიური გამარჯვებულ მოსწავლეებს გამოავლენს, რომლებსაც სერთიფიკატები გადაეცემათ. ასევე მოსწავლეებს დაურიგდებათ სამახსოვრო კეპები საქართველოს პროკურატურის წარწერით და სხვა  ფასიანი საჩუქრები.

ღონისძიება პროექტ “საზოგადოებრივი პროკურატურის” ფარგლებში ჩატარდება და მიზნად ისახავს იმიტირებული სასამართლო პროცესების მეშვეობით მომავალი იურისტების პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარებასა და საზოგადოებაში სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას.

სხვა ახალი ამბები: