საზოგადოებრივ მაუწყებელში კონტრდაზვერვის თანამშრომელს კაბინეტიც ჰქონდა?

0

saidumlo samsaxuriსაზოგადოებირივი მაუწყებლის (GPB) სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. მისი თქით, 5 სექტემბერს, სამეურვეო საბჭოს სხდომამდე ერთი დღით ადრე, ვიდრე გენერალური დირექტორის გადაყენების გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, საკუთარ კაბინეტში შესულს ირაკლი ციბაძე დახვდა, რომელიც მისი ინფორმაციით, კონტრდაზვერვის თანამშრომელია

„მან მითხრა, რომ თუ მე გადაწყვეტილებას შეცვლი (უცნაურია საიდან იცოდა მან წინაწარ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ) მაშინ მისი უფროსობა ხელს გამიმართავს და შემომთავაზებენ ნებისმიერ სამინისტროს მინისტრობას და მომავალი ბორდის თავმჯდომარეობასაც კი“, – აღნიშნა ემზარ გოგუაძემ.

„მე ვკითხე იცოდა თუ არა ეს მისმა უფროსმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. ეს არის საფრთხე ჩვენი მაუწყებლისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ასეთი უწესო თამაშით შეიძლება ჩვენი ქვეყანა მივიდეს ქაოსამდე“, – თქვა მან და განაცხადა, რომ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილის ირაკლი ციბაძის უფლებამოსიულების გამოიკვლევის მოთხოვნით.

გოგუაძის განმარტებით, მისი ინფორმაციით, ციბაძეს მაუწყებლის საშვი აქვს და სარგებლობს სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის განკუთვნილი ავტომობილით. „აქ ის შტატში არ არის და ხელფასს არ იღებს, წესისამებრ ის უნდა ყოფილიყო ჩუმად  და თვალი ედევნებინა უშიშროების საკითხებისათვის“, – დასძინა გოგუაძემ.

სხვა ახალი ამბები: