“საზღვრებთან მოლოდინში”-დღეს, ზუგდიდის თეატრის სცენაზე

0

10498190_370749616449503_7801996018825541113_oზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დღეს ბენო ვურჰემის სპექტაკლი “საზღვრებთან მოლოდინში” გამიართება. იგი ბაზალეთსა და წეროვანში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს შეეხება და მათი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. სპექტაკლში შვედი, ქართველი და უკრაინელი ქორეოგრაფები, მსახიობები და მომღერლები მონაწილეობენ. 

11350499_370749593116172_3764207722793054542_n11351138_370749589782839_567774967342310762_nსპექტაკლი ცეკვის თეატრისა და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით გვიხატავს წეროვნისა და ბაზალეთის დევნილთა დასახლებებში მცხოვრები მოზარდების ყოფას, მათ სიზმრებს, ოცნებებსა და მტკივნეულ მოგონებებს. ამ პერფორმანსის მთავარი გმირი, სირიიდან დევნილი მხატვარი – აბდალა ომარია, რომელიც თავისი მონაწილეობით, ცეკვასა და მხატვრობას ჩვენს თვალწინ აკავშირებს.

კომპოზიტორი: ნიკა ფასური , საქართველო
კოსტუმები: მარია საფრონოვა, ეკა ქეცბაია შვედეთი, საქართველო

მონაწილეობენ: დანიილ ბელკინი,(უკრაინა) ალექსანდრა სოშნიკოვა, სერგეი გოლოვნეა (მოლდოვა), აბდალა ომარი სირია/ბელგია), ნადია წულუკიძე (საქართველო/ნიდერლანდები), ნინო მითაიშვილი, ანა ქურთუბაძე , სალომე ტაბატაძე, მარიამ კახნიაშვილი, გიორგი თედელური, ქეთევან ხაჭაპურიძე, ბარბარე მაისურაძე, გიორგი თვაური, აჩიკო ბოტკოველი (საქართველო)

სხვა ახალი ამბები: