საზღვრისპირა სოფელ ხურჩაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდა (ვიდეო რეპორტაჟი)

0

xurchis bagiიაპონიის საელჩოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით სოფელ ხურჩის საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში დღეს გაიხსნა. კონფლიქტის პირა სოფლის საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურული პროექტი იაპონიის საელჩოს ასოციაცია „გაენათმა“ მიაწოდა.

ცერემონიალს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, მრჩეველი ჰიროკი ტოგუნაგა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, მოადგილე გიზო სართანია და მხარის გუბერნატორი ლევან შონია ესწრებოდნენ.


განახლებული საბავშვო ბაღი 22 აღსაზრდელისთვის ფუნქციონირებს, თუმცა რეაბილიტაციის შემდგომ სკოლამდელ დაწესებულებას 80–მდე აღსაზრდელის მიღება შეეძლება.

ხურჩის საბავშვო ბაღში კონფლიქტის ზონის აღსაზრდელებიც ირიცხებიან. როგორც „გაენათი“–ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს იაპონიის საელჩო სოფელ ხეცერის საბავშვო ბაღის აღდგენით დაინტერესდა და რეაბილიტაციისთვის საპროექტო წინადადებაზე მუშაობა ახლო მომავალში დაიწყება.

სხვა ახალი ამბები: