საინფორმაციო კამპანია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ

0

shss aqciaშინაგან საქმეთა სამინისტრომ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის ფარგლებში, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანია დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ორგანიზებული დანაშაულის საფრთხეებისა და შედეგების, ასევე, მის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობისთვის საზოგადოებასა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, შსს-მ ორგანიზებული დანაშაულის შესახებ საინფორმაციო ფლაერები მოამზადა. აღნიშნული ფლაერები მოსახლეობაში უბნის ინსპექტორებმა გაავრცელეს და საზოგადოებას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომლსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს, შეიმუშავა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 2 ოქტომბერს დაამტკიცა. სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას და შესაბამისად, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

სხვა ახალი ამბები: