საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წერილი სამეგრელოს საოლქო პროკურორს

0

get_imgსაინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საოლქო პროკურორს ვალერიან იოსავას სპეციალური წერილით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

”ბატონო ვალერიან,

საინფორმაციო სააგენტო smo.ge  დაინტერესებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საოლქო პროკურატურაში რამდენიმე თვის წინ შესული ერთ-ერთი საქმის მიმდინარეობით. საქმე ეხება წალენჯიხის ცენტრალური ტყე-პარკის მშენებლობასთან დაკავშირებულ გარკვეული სახის დარღვევებს, სადაც სავარაუდოდ რამდენიმე ადგილობრივი მაღალჩინოსნის დანაშაულებრივი ქმედება იკვეთება. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული საჩივრის შეტანაც გააშუქა, რამაც საზოგადოების უდიდესი ნაწილის დაინტერესება გამოიწვია. მკითხველს აინტერესებს თუ რა გამოიკვეთა ამ მიმართულებით და არის თუ არა წალენჯიხის ცენტრალური ტყე-პარკის მშენებლობასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დაწყებული.

შეგახსენებთ, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია და საჩივარი წალენჯიხის ცენტრალური ტყე-პარკის მშენებლობაში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით საოლქო პროკურატურაში წარადგინა არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ქალები მშვიდობისათვის”.

გთხოვთ წერილობით გვაცნობოთ აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში რა ქმედითი საპროცესო ღონისძიებები განახორციელა საოლქო პროკურატურამ და არის თუ არა ამ მიმართულებით ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული. გთხოვთ გვაცნობოთ, თუ რა ეტაპზეა ეს პროცესი. თქვენი საპასუხო წერილი საშუალებას მოგვცემს საჯარო გავხადოთ ინფორმაცია საზოგადოებისთვის”-ნათქვამია წერილში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს, ვალერიან იოსავას გაუგზავნა.

სხვა ახალი ამბები: