საინფორმაციო სააგენტო smo.ge 15 ოქტომბრიდან სიახლეებს გთავაზობთ

0

993725_603670406345282_1447456340_nსაინფორმაციო სააგენტო smo.ge 15 ოქტომბრიდან ახალ ფორმატზე გადადის და შესაბამისად რედაქცია სამეგრელოს რეგიონის მაშტაბით ახალ ბიუროებს ქმნის. smo.ge-ს ბიუროები გაიხსნება სამეგრელოს რეგიონის ცხრა მუნიციპალიტეტში და მათ შორის ზემო სვანეთშიც.

ახალ ფორმატზე გადასვლის ძირითადი მიზანია ინტერნეტმომხმარებლებს მიეწოდოთ დროული და ობიექტური ინფორმაციები რეგიონიდან. ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელობა ორ-ორ ჟურნალისტს დაასაქმებს, რომლებიც შეძლებენ სამეგრელოს რეგიონის ყველაზე ცხელი წერტილებიდან ოპერატიულად მოხერხდეს ინფორმაციის მოწოდება და გავრცელება.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ სამეგრელოს რეგიონის ცხრავე მუნიციპალიტეტში უკვე დაასრულა ჟურნალისტების შერჩევა და ისინი სრული დატვირთვით მუშაობას 15 ოქტომბერს შეუდგებიან.

სხვა ახალი ამბები: