საკანონმდებლო ორგანო ოქტომბერში მუშაობას შეწყვეტს

0

parl1საკანონმდებლო ორგანო ოქტომბერში მუშაობას შეწყვეტს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის წევრებს შორის გუშინ საღამოს გამართულ კონსულტაციებზე მიიღეს.

უმრავლესობის წევრების განცხადებით, პარლამენტს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, მუშაობის ერთი თვით შეჩერების უფლება კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.

უსუფაშვილის უმრავლესობასთან შეხვედრა გვიან ღამემდე გაგრძელდა. კიდევ რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, უცნობია. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ეს თემები ორშაბათს ბიუროს სხდომაზე იქნება განხილული.

სხვა ახალი ამბები: