“საკმაოდ წყნარი და ნიჭიერი”- მარიამ ქუთელიას ფოტოალბომიდან

0

11351216_1623907971188774_8802615990360365021_n“საკმაოდ წყნარი და ნიჭიერი. ძალიან კომუნიკაბელური და უშუალო იყო. აღარ მჯერა, რომ მარიამ ქუთელია ცოცხალი აღარ არის. მე ის ორი წლის წინ გავიცანი, სამეჯლისო ცეკვებზე ერთად დავდიოდით და მცირე დროის მანძილზე ძალიან ახლობელი ადამიანი გახდა ჩემთვის. დღეს კი აღარ არის. ძალიან ცუდია და ტრაგიკული მისი გარდაცვალება”-ასე იხსენებენ ზუგდიდელ მარიამ ქუთელიას მისი მეგობრები.

მარიამ ქუთელიას ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობს. მას ერთი და დარჩა.მამა ადრე გარდაეცვალა. მარიამს და მის დას მარტოხელა დედა, პროფესიით პედაგოგი ბელა ქირია ზრდიდა. მარიამ ქუთელიამ ქალაქ ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლა დაამთავრა. ამის შემდეგ კი მან თბილისში განაგრძო სწავლის გაგრძელება. როგორც მისი პედაგოგები ამბობენ მარიამს ყველაფერი ეხერხებოდა და იყო ძალიან ბეჯითი.

11180332_1616309521948619_7293709258007764621_n10953285_1566514883594750_8909809185553710815_n11425843_928918450484369_6595269240030601292_n11255317_1614399945472910_4404775677288916643_n17113_836049436474428_4305430205887659970_n11241227_815411795172762_5009280801429604231_n18897_817765234937418_1496184340914553988_n1795521_1626729247573313_500827476216546801_n11026081_1618723075040597_2860036029293463741_n“ყველაფრით გამორჩეული იყო. ცეკვა, ხატვა, სიმღერა, ყველაფერი ეხერხებოდა. მასთან არ მოიწყენდი და იყო საოცრად კეთილი. დასანანია, რომ მარიამი დღეს ჩვენს შორის აღარ არის”-ამბობენ მარიამის მეგობრები.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს. ღმერთმა დაუმკვიდროს მარიამ ქუთელიას ცათა სასუფეველი.