საკრებულოების შუალედური არჩევნები სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში მიმდინარეობს

0

shualeduri archevnebiiiდღეს, 31 მაისს საკრებულოების შუალედური არჩევნები სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში იმართება. (არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64 სენაკის საარჩევნო ოლქის №64.13 ფოცხოს და №67 ზუგდიდის ოლქის №67.11 ერგეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში იმართება).

ორივე მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულები არიან „ქართული ოცნების“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატები, ხოლო სენაკში ასევე რეგისტრირებულია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი.

შესაბამისად 31 მაისს, ამომრჩევლებს აღნიშნულ კანდიდატებს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება. ორივე ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2467-ია. სენაკის ერთ უბანზე (ფოცხო) ფიქსირდება 626 ამომრჩეველი, ხოლო მეორეზე (ქვემო ფოცხო) – 689. რაც შეეხება ზუგდიდს, აქ იხსნება ერთი უბანი, სადაც სულ – 1152 ამომრჩეველია.

საარჩევნო უბნები ორივე საარჩევნო ოლქში დილის 8:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ამ დროის მანძილზე არცერთ საარჩევნო უბანზე რაიმე სახის დარღვევა ან ინციდენტი არ დაფიქსირებულა. საარჩევნო პროცეს სამეგრელოში ადგილობრივი 9 არასამთავრობო ორგანიზაციის 52 წარმომადგენელი აკვირდება.