საკრებულოს თავმჯდომარეების პირველი სამუშაო დღე ზუგდიდში

0

axali sakrebuloooზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ახალი თავმჯდომარეები, რომლებიც საკრებულოს წევრებმა ხმების უმრავლესობით გუშინ აირჩიეს, უკვე შეუდგნენ მუშაობას. ლაშა გოგია და მერაბ ქვარაია ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის მოსახლეობას წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას პირდებიან.

“პრობლემები ბევრია, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომლებსაც დიდიხანია ზუგდიდი ელოდება. ასევე უნდა მოწესრიგდეს გზების პრობლემა, გარე განათების პრობლემა და კანალიზირების პრობლემა. ჩვენ ამ დანაპირებს აუცილებლად შევასრულებთ, რათქმაუნდა მაქსიმალურ დროებში”-აცხადებს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია.

წინასაარჩევნო დაპირებების  შესრულებაზე და სოფლის მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების დაუყონებლივ გადაჭრაზე საუბრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიაც.

“ის დაპირებები, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ მისცა მოსახლეობას, ამომრჩეველს, რათქმაუნდა ყველა შესრულდება. რაიონის საკრებულო და გამგეობა ერთობლივად ითანამშრომლებენ ყველა იმ საკითხის გადაწყვეტაში, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს იქნება გზების მოწესრიგება, სოციალური ფონის გაუმჯობესება, გაზიფიცირება თუ სხვა საკითხი.  ამ ყველაფერთან ერთად ჩვენი, ადგილობრივი ხელისუფლების ძირითადი პრიორიტეტი, მოსახლეობის დასაქმებაც იქნება”-აცხადებს ლაშა გოგია.

სხვა ახალი ამბები: