საკრებულოს თავმჯდომარე ოჯახის წევრებთან ერთად მედიაზე ზეწოლას ახდენს

0

imagesსაინფორმაციო სააგენტო smo.ge-ში გამოქვეყნებული მასალების შემდეგ სოციალურ ქსელ facebook-ში დროდადრო შეტევებს ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ბელქანიას მეუღლე დალი ქარდავა, რომელიც საინფორმაციო სააგენტოს ხან მერაბიშვილის დაფინანსებულად მოიხსენიებს, ხან კი როლანდ ახალაიას. დალი ქარდავა smo.ge-სთან ფარულ ურთიერთობაში სდებს ბრალს “ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ბერდია კალანდიას. მისი განცხადებით კალანდია ფარულად მუდმივად თანამშრომლობდა აღნიშნულ საინფორმაციო სააგენტოსთნ.

“გულწრფელად მაინტერესებს,რატომ არის ბერდია კალანდიასთვის ერთადერთი სანდო საინფორმაციო წყარო smo.ge. სად მერაბიშვილის მიერ შექმნილი smo.ge და სად წალენჯიხის რაიონული ორგანიზაცია ,,ქართული ოცნების”თავმჯდომარე ბერდია კალანდია.უბრალოდ არასერიოზულია მათი ,,კოჰაბიტაციური” თანამშრომლობა”-წერს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე სოციალურ ქსელში.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მეუღლის მიერ გაკეთებულ განცხადებებს თავისუფალ მედიაზე ზეწოლად აფასებ და რეაგირებისთვის მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს. საკრებულოოს თავმჯდომარე თანამდებობის პირებს უკრძალავს საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან ყოველგვარ ურთიერთობას და მოუწოდებს მათ თავი შეიკავონ რამენაირი ინტერვიუს მიცემისგან ან თუნდაც ინფორმაციის მიწოდებისგან. თავისთავად ეს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ სერიოზულ ზეწოლად აღიქმება, რასაც ემატება მისი მეუღლის, დალი ქარდავას მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge კიდევ ერთხელ მიმართავს არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს მისცენ სამართლებრივი შეფასება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თაბმჯდომარისა და მისი ოჯახის წევრების ზეწოლს თავისუფალ მედიაზე.

P.S: საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს მისამართით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მეუღლემ უსაფუძვლო ბრალდებები და მედიასაშუალებაზე მიზანმიმართული ზეწოლა მას შემდეგ განახორციელეს, რაც აღნიშნულ სააგენტოზე გამოქვეყნდა მასალები, სადაც საუბარი იყო თავად საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესინტერესებსა და არაკანონიერ ქმედებებზე.

სხვა ახალი ამბები: