საკრებულოს წევრი “პრადოს” ვერ ელევა- იყენებს თუ არა გელა თოლორაია ადმინისტრაციულ რესურსს?

0

gela da pradoზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გელა თოლორაია ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ცხელ ხაზზე წერენ. საინფორმაციო სააგენტოს ცხელ ხაზზე გამოგზავნეს ასევე ფოტო, სადაც ჩანს საკრებულოს საკუთრებაში მყოფი ავტომანქანა “პრადო” რომლითაც გელა თოლორაია სარგებლობდა ადრეც და ამჟამადაც.

ცხელ ხაზზე გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ საკრებულოს წევრი, რომელიც კენჭს იყრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და უკვე წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს, ნამდვილად სარგებლობს ადმინისტრაციული რესურსით.

“გელა თოლორაია, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია, საკრებულოს მანქანით, შავი “პრადოთი” დადის წინასაარჩევნო შეხვედრებზე. კონკრეტულად ის დაფიქსირებულია ანაკლიაში ამ მანქანით, წინასაარჩევნო შეხვედრაზე, ასევე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, როცა იქ მერობის კანდიდატებთან დისკუსია ტარდებოდა”-ნათქვამია ცხელ ხაზზე გამოგზავნილ წერილში.

საინფორმაციო სააგენო smo.ge-მ ზუგდიდის საკრებულოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, ლალი ხარებავასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან smo.ge-ს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ტელეფონი გამორთული აქვს თავად გელა თოლორაიასაც.

smo.ge საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს თამარ შონიას თხოვა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი, რომელმაც აღნიშნა, რომ გელა თოლორაია ადმინისტრაციულ რესურსს არ იყენებს. თამარ შონიას თქმით ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ უწყებათშორისი კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტის თანახმად,  სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების აკრძალვას საარჩევნო აგიტაციაში და განმარტავს, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება იმ სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენებაზე, რომელთა დაცვას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს.

სხვა ახალი ამბები: