“საკუთარ ქალაქში შეზღუდვების გარეშე”- ზუგდიდში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

0

11273775_453417184819948_1071634778_o“საკუთარ ქალაქში შეზღუდვების გარეშე-ადაპტირებული გარემო შშმ პირთათვის” – კამპანიის ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარემ, მერაბ ქვარაიამ სამუშაო შეხვედრა გამართა.

“ყოვლად დაუშვებელია ქალაქ ზუგდიდში შენობა-ნაგებობები და საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ობიექტები არ იყოს შეღწევადი და ადაპტირებული შშმ პირთათვის. სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ჩვენ, კერძო სექტორთან ერთად ვიწყებთ აქტიურ კამპანიას ამ მიმართულებით”-განაცხადა მერაბ ქვარაიამ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

11297216_453417151486618_487641589_o11282481_453417131486620_1034833111_o11303854_453417154819951_1272060458_oსაზოგადოებრივი დანიშნულების კერძო და მუნიციპალურ შენობებში შშმ პირთა შეღწევადობის პრობლემებზე ასოციაცია “ჰანგის” წარმომადგენელმა გურამ ჩიხლაძემ ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული სტანდარტები გააცნო. სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა არსებული პრობლემა განიხილეს და მისი ეფექტური გადაჭრის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. სექტორალური თანამშრომლობის შედეგად, მოხდება კერძო და მუნიციპალური ობიექტებზე, ასევე ქვეითთა გადასასვლელებზე ადაპტირებული პანდუსების დაპროექტება და დამონტაჟება.

სხვა ახალი ამბები: