საკურორტო სეზონი და რუსი ტურისტების ბუმი ბიჭვინთაში (ვიდეო რეპორტაჟი)

0

sakurorto sezoni bichvintashiაფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტმა ზამთრის საკურორტო სეზონი გახსნილად გამოაცხადა. ტურისტები ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის წალკოტად წოდებულ ბიჭვინთაში დაპატიჟა. ბიჭვინთაში ამ დროისთვის დიდთოვლობაა და როგორც სატელევიზიო სიუჟეტიდან ვგებულობთ გადაუღებლად თოვს.

ტურისტების ძირითად ნაწილს რუსები წარმოადგენენ. ისინი ნანახით აღფრთოვანებულები არიან და აცხადებენ, რომ მათ არც თურქეთის და აღარც ეგვიპტის საკურორტო ადგილები აინტერესებთ ამიერიდან. მათი განცხადებით ფულს მხოლოდ აფხაზეთში, კონკრეტულად კი ბიჭვინთაში დახარჯავენ.