სალომე ზურაბიშვილი მზადაა, პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს

1
salomeპარტია „საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „თუ საზოგადოება თვლის, რომ პრეზიდენტის პოსტზე მისი კანდიდატურა, მისაღებია, ის მზად არის საკუთარი ადგილი დაიკავოს ამ ქვეყანაში”.
ამის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „მეცხრე არხის” გადაცემა „მთავარ კითხვაში” სტუმრობისას გააკეთა და დასძინა, რომ  „საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარ თავს ოფიციალურად რეგისტრაციის პროცესის დაწყების შემდეგ დაასახელებს”.
„გადაწყვეტილება იქნება მიღებული მას შემდეგ, რაც ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში იმ მხრივ, რომ გვეცოდინება, როდის არის არჩევნები და გაიხსნება სარეგისტრაციო პროცესი. მაგრამ მე ვქფიქრობ კანდიდატურაზე. ვფიქრობ, რომ დღეს რაღაც გაუგებრობაა პრეზიდენტის კონცეფციის მიმართ. მე მინდა, ჩემი სათქმელი ვუთხრა საზოგადოებას და ის თუ ჩათვლის, რომ მისთვის მისაღები კანდიდატურა ვარ, მე მზად ვარ, რომ ჩემი ადგილი დავიკავო ამ ქვეყანაში”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: