სალომე ზურაბიშვილი

0

189904_5526212706_744_nმე ვარ თქვენი ხმების და მხარდაჭერის იმედით …. ჩემთვის დიაპსორა მხოლოდ დიასპორა კი არ არის არამედ საქართველოს ერთი დიდი და განუყოფელი ნაწილი, მისი სამომავლო კაპიტალი და დღევანდელი ტკივილი… თქვენი გავლილი გზა ყველაზე კარგად მე მესმის და მესმის მისი სირთულეები და მისი ოცნებები!

ამიტომ დღეს მინდა თვქენი ყურადღება მივაქციო ერთ ფაქტს : მომავალ არჩევნებში თქვენი ხმების დაცვას და გამრავლებას!.

იმისათვის რომ დიაპსორის წონა ქვეყანაში იყოს აღიარებული და გათვალისწინებული და ითვლებოდეს როგორც პოლიტიკური ძალა და არა მხოლოდ როგორც “მეწველი ძროხა” რომლის ფულის გადმოგზავნილების იმედზე ცხოვრობს ქვეყანა, აუცილებელია დიასპორა რეალურ ძალად წარმოიშვას და ეს ხდება მხოლოდ არცევნებში მონაწილეობით. ანუ აქმადე მიღებული “პოზა”: ჩვენ რაში გვეხება მაინც არაფრად გვთლიან თვით დამარცხებამდე მიდის… საჭიროა ამ ნიჰილიზმიდან გამოსვლა და პასუხისმგებლობის აღება ქვეყანაში ყველა განვითარებულ მოვლენებზე…. ამ ფასად გახდება ემიგრამტი ქვეყნის სრულყოფილი და სრულუფლებიანი მოქალაქე!

ვაბრუნდეთ არჩევნებს ///: ცვლილებები შემოიტანეს რის მიხედვით ბინადრობის ან სხვა ფორმის საბუთები საკონსულოო აღრიცხვაზე აყვანისთვის აღარ მოეთხოვება ემიგრანეტბს…. ამიტომ ა “შიშები” არა ლეგალურ ემიგრრანტების უსაფუძლო ხდება და ყველას შეუძლია თამამად მონაწილეობა მიიღოს და ამდენად თავისი სამოქალაქო ვალდებულება შეასრულოს!…. მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება იმაში მდგომარეობს რომ ყველას შეუძლია ნებისმიერი ფორმით ტელეფოონით , ინტერნეტით ან წერილობით ჩაეწეროს ამ სიაში (თუ რომელიმე საკონსულო საელჩომ ეს არ შეასრულა აუცილებელია ეხლავე შეეთვალოს დიასპორის სამინისტროს, საგარეოს და საჯაროდ იყოს ეს გამოქვეყნებული როგორც დაუმორჩილებლობის მაგალითი) . მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ თუ რა არ შეიცვალა : საკონსულო აღრიცხვა ერთია მაგრამ ეს სიები მაინც გადაეცემა ცსკოს და ცსკოდან უნდა წამოვიდეს დამტკიცებული საარჩევნო საბოლოო სიები . ეს იმას ნიშნავს რომ შემოწმება თქვენი თავის ამ სიაზე თქვენი პასუხისგებლობაა, და საკონსულოსი ვალდებულა კი ამ სიების დროულად გამოქყვეყნება … ასევე ადგილზე თქვენი ახლობლების მიერ შემოწმება ძველი მისამართებიდან ამოწერის (სიები ჯერ გასწორებული მაინც არაა!!!) ….
ასევე უნდა ეხლავე დაისვას საკითხი ახალი საარჩევნო უბნების . წინა ხელისუფლება არ ხსნიდა დამატებით უბნებს რათა ხელი არ შეეწყ ემიგრანტების მასიურ მონაწილეობისათვის … ეს პოლიტიკა შეიცვალა და აქაც ტქვენი აქტიურობაზე არის დამოკიდებული ახალი უბნების დაარსება ( ანუ მოთხოვნება გამყარებული ხელმოწერებით). და ბოლოს მაგრამ ეს უკვე პირდაპრ ხელისუფლების ვალდებულებას ვეხები : რუსეთის დიასპორას უნდა მიეცეს საშუალება რომ საქართველოს არჩევნებზე მონაწილეობა მიიღოს და ამისათვის შვეიცარიის საგარეო უწყებას უნდა გადაეგზავნოს სათანადო თხოვნა…

სხვა ახალი ამბები: