სალომე ქათამაძე დღეს იურმალაში ქართულ სიმღერას “ჯეირანს” დუეტ “ჯორჯიასთან” ერთად შეასრულებს

0

995935_10151739599839752_122399883_nქართველი შემსრულებელი სალომე ქათამაძე იურმალაში “ახალი ტალღის” მუსიკალურ კონკურსზე დღეს ქართულ სიმღერას “ჯეირანს” დუეტ “ჯორჯიასთან” ერთად შეასრულებს. ამის შესახებ მომღერლის პროდიუსერებმა რამდენიმე წუთუის წინ განაცხადეს. ახალგაზრდა მომღერალი ამ წუთებში საკონკურსო სცენაზე რეპეტიციებს გადის და დღევანდელი საღამოსთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ლატვიის ქალაქ იურმალაში ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის “ახალი ტალღის” მეორე ტური გაიმართება. ახალგაზრდა შემსრულებლები საკონკურსო სიმღერებს მშობლიურ ენაზე შეასრულებენ.

სხვა ახალი ამბები: