სალომე ჯაში: “რუსთავი 2″ ჩემთვის ყოველთვის იყო მონსტრების კორპორაცია”

0

jashi2სამაუწყებლო “რუსთავი2”-ის ყოფილი კორესპონდენტი სალომე ჯაში, რომელიც ამჟამად კინოდოკუმენტალისტია, facebook-ის საკუთარ გვერდზე “რუსთავი2”-ის შესახებ სტატუსს აქვეყნებს. ჯაში აცხადებს, რომ  “რუსთავი 2” მისთვის ყოველთვის იყო მონსტრების კორპორაცია. სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი კორესპონდენტის მტკიცებით “რუსთავი2”-ში მუშაობა მისთვის ტრამვაც იყო და უდიდესი გამოცდილებაც.

11873723_133144800359660_1098554822475603784_n“რუსთავი 2” ჩემთვის ყოველთვის იყო მონსტრების კორპორაცია. იგი ჩემთვის ერთდროულად იყო ტრავმაც და უდიდესი გამოცდილებაც. ამ არხის სიუჟეტები ხშირად ატარებდნენ ჩემთვის მიუღებელ მესიჯებს. დაურღვევია უდანაშაულობის პრეზუმპცია – დაუბრალებია რა მკვლელობა თუ სხვა დანაშაული ამა თუ იმ ადამიანისთვის. ყოფილა არაეთიკურიც, რაშიც მე თვითონაც მიმიღია მონაწილეობა. ეს არის არხი, რომელმაც, სამწუხაროდ, წესიერად ვერ ამოიღო ხმა, როცა, უსაფრთხოების ნორმების იგნორირების გამო, მისი ყველაზე ერთგული ოპერატორი, გოჩა რამიშვილი, სპეცრაზმელის ტყვიამ მოკლა. ეს არის არხი, რომელმაც Nino Japiashvili სამსახურიდან გაუშვა. რომელმაც გასაქანი არ მისცა Natia Zambakhidze-ს. ეს არის არხი, რომლის წიაღშიც დაკაცდა და გამოიწრთო გურამ დონაძე, პირადად ჩემთვის ყველაზე ამაზრზენი კადრი. ეს არის არხი, სადაც ზოგიერთი წამყვანი ჟურნალისტი და პროდიუსერი პოლიტიკოსებს უთანხმებდა ჩართვისა თუ სიუჟეტის შინაარსს, მაშინ როცა მე იქ ვმუშაობდი, თუმცა ვეჭვობ, ბევრი არაფერი შეცვლილა, იმას გარდა, რომ საინფორმაციო გამოშვებებში ნაკლები მონსტრი მუშაობს”-წერს facebook-ის გვერდზე სალომე ჯაში.