სალხინოში ახლადგარემონტებული საბავშო ბაღი გაიხსნა

0

11324143_992064774138581_625548683_oმარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ახლადგარემონტებული საბავშო ბაღი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორიის მოადგილემ კახაბერ რუსიამ და მარვილის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ გახსნეს. ახალი საბავშო ბაღის გახსნას მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

11639501_992064767471915_1500861488_o11639191_992064780805247_2063292406_o11640474_992064770805248_79513453_oკეთილმოწყობილი სკოლამდელი დაწესებულება ამჯამად 140  ბავშვზეა გათვლილი და მომავალი წლისთვის მისი კონტიგენტი 200 აღასზრდელამდე გაიზრდება. წელს საბავშო ბაღის პირველი სართული მოეწყო, მომავალ წელს კი მეორე სართულის კეთილოწყობა იგეგმება. საბავშო ბაღის რემონტი და თანამედროვე ინვენტარით უზრუნველყოფა ადგილობრივმა ბიზნესმენმა ალექსანდრე ახვლედიანმა უზრუნველყო. რისთვისაც მას გუბერნატორის მოადგილემ მადლობა გადაუხადა და მის საქციელს მისაბაძი უწოდა.